ჩვენ, ყველანი, მთელი თავისუფალი სამყარო, ახლა ვართ დავითი, არ არსებობს სხვა ალეტერნატივა, გარდა გოლიათის დამარცხებისა, რომელიც ჩვენი ცხოვრების გასანადგურებლად მოვიდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ამ დისკუსიას ჰქვია დავითი მდინარე დნიპროზე. მე ამას განვიხილავ, როგორც სამართლიან პატივისცემის გამოხატვად უკრაინისადმი და იმ ყველაფრისადმი, რასაც ჩვენი ხალხი აკეთებს. თუმცა, ამ წლის განმავლობაში შემართება და სიმტკიცე, დნიპროს გარდა, კიდევ არაერთი სხვა მდინარის ნაპირზეც გამოავლინეს. მათ შორის შპრეეს, სენას, ტემზას, პოტომაკის, ვისლასა და ტიბრის ნაპირებზე. დავითი ახლა ჩვენ ვართ ყველანი, მთელი თავისუფალი სამყარო. არ არსებობს სხვა ალეტერნატივა, გარდა გოლიათის დამარცხებისა, რომელიც ჩვენი ცხოვრების გასანადგურებლად მოვიდა. დავითად ყოფნა ნიშნავს ბრძოლას და ჩვენ ვიბრძვით. დავითად ყოფნა ნიშნავს გამარჯვების შურდულის ფლობას. ეს შურდული ისრაელისგან ჯერჯერობით არ მიგვიღია, თუმცა ვფიქრობ ეს დროებითია. მსურს მადლიერება გამოვხატო თქვენი მხარდაჭერისთვის, ფინანსური დახმარებისა და იარაღისთვის. მადლობა ყველა ჩვენს პარტნიორსა და გულშემატკივარს, რომელიც დღეს აქ არის. მე მადლობელი ვარ ყველასი, ვინც უკრაინელ დავითს საბრძოლველად შურდულს აწვდის. რუსი გოლიათი უკვე მარცხდება- განაცხადა ზელენსკიმ.