ნიდერლანდების გერმანიასა და დანიასთან ერთად უკრაინას Leopard-ის ტიპის 100-მდე ტანკს გადასცემს.
ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტმა მარკ რუტემ კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ გერმანიასთან და დანიასთან ერთად გადავცემთ {უკრაიანს} Leopard-ის ტიპის 100 ტანკს, გერმანიასთან და აშშ-სთან ერთად საზენიტო-სარაკეტო კომპლექებს Patriot, ასევე Leopard-2 -ის ტიპის ტანკებს საბრძოლო მასალებით“, - აღნიშნა მან.
ამასთან, რუტემ განაცხადა, რომ ახლა აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს და აგრესორი ქვეყნისგან თავი დაიცვას.
ჟურნალისტების შეკითხვაზე ტანკების მიწოდების ვადებთან დაკავშირებით, რუტემ აღნიშნა, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდება და დასძინა, რომ უკრაინა საბრძოლოდ გამზადებულ ტანკებს მიიღებს.
ნიდერლანდების პრემიოერ-მინისტრი კიევში დღეს ჩავიდა.