ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი მზად უნდა იყოს რუსეთთან დაპირისპირების ახალი ერისთვის, რომელიც შესაძლოა, დიდხანს გაგრძელდეს.
ამის შესახებ მან სააგენტო AFP-თან ინტერვიუში განაცხადა.
„პრეზიდენტ პუტინს სურს სხვა ევროპა, სურს ევროპა, სადაც ის მეზობლებზე კონტროლს შეძლებს, სადაც შეძლებს გადაწყვიტოს რა სხვა ქვეყნების ბედი. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ გრძელი გზისთვის, ეს შეიძლება გაგრძელდეს ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრ წელს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან აღნიშნა, რომ პროგნოზს ვერ გააკეთებს, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ახალი დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის, რადგან ცვლილებები, შესაძლოა მოულოდნელად დადგეს, როგორც ეს მომხდარა ისტორიაში. „ჩვენ ვნახეთ ბერლინის კედლის დანგრევა და ჩევნ ვნახეთ 11 სექტემბერი“, - თქვა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ნატო ყოველთვის მოძებნის შესაძლებლობებს, დაბრუნდეს ისეთ სიტუაციაში, სადაც არის სივრცე უკეთესი ურთიერთობისთვის, მაგრამ რუსთის ამჟამინდელი რეჟიმის მოქმედებების ფონზე ეს შეუძლებელია.