დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი აცხადებს, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედბებში თითქმის მთელი რუსული არმიაა ჩართული.
ამის შესახებ მან BBC Radio 4-ის ეთერში განაცხადა.
მოსკოვის შეტევითი სტრატეგიის კომენტირებისას უოლესმა განაცხადა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო ერთიანი ძალის შეკრება, რათა უკრაინის თავდაცვა გაერღვია. უფრო მეტიც, „ჩვენ მხოლოდ წინსვლის მცდელობები დავინახეთ“, - თქვა მინისტრმა.
„ეს რუსეთის არმიას უდიდეს ფასად დაუჯდა. ჩვენი შეფასებით, რუსეთის არმიის 97 პროცენტი, უკრაინაში იმყოფება“, - განაცხადა უოლესმა.
მისი თქმით, ეხმარება რა დასავლეთი უკრაინას გამარჯვებაში, ამით აძლიერებს უსაფრთხოებას თავის სახლში.
„თუ რუსეთის არმიის 97% ახლა უკრაინაშია, პირადი შემადგენლობის ძალიან, ძალიან დიდი გადინებით, პოტენციურად მათი ბრძოლისუნარიანობა 40 პროცენტით არის შემცირებული, ტანკების თითქმის ორი მესამდი განადგურებულია ან დაზიანებულია, ამას პირდაპირი გავლენა აქვს ევროპის უსაფრთხოებაზე“, - თქვა მან.