შეერთებულმა შტატებმა ორ კომპანიასთან გააფორმა 522 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოებისთვის. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს
შეკვეთები მიიღეს კომპანიებმა Northrop Grumman Systems-მა და "Global Military Products-მა.
აღნიშნულია, რომ აშშ-მა შესაბამისი გადაწყვეტილება საფრთხის ფონზე მიიღო, რომ უკრაინა, შესაძლოა, სწრაფად ამოწუროს საარტილერიო ჭურვების მარაგები. აშშ ახალი საბრძოლო მასალების მიწოდებას მარტში გეგმავს.
კონტრაქტები ფინანსდება პენტაგონის ინიციატივის ფარგლებში უკრაინის უსაფრთხოების მხარდასაჭერად.
იანვარში გამოცემა The New York Times წერდა, რომ პენტაგონი 2 წლის განმავლობაში გგემავს საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოების 500 პროცენტით გაზრდას და ყოვეთვიურად 90 ჭურვის დამზადებას.