თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 41 000 გადააჭარბა.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში 35 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. ხელისუფლების განცხადებით, სამაშველო-სამძებრო სამუშაოები სტიქიური უბედურების ზონაში გაგრძელდება, ვიდრე ნანგრევებში ადამიანები რჩებიან.
მედიის ცნობით, სირიაში დაღუპულთა რაოდენობა 6 000-ს აღწევს.
თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა.