პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებულია ყველა თანამშრომელი, რომელიც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის (МГИМО) კურსდამთავრებულია.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ აცხადებს, რომ აღნიშნული ზომა დეკომუნიზაციის ფარგლებში მიიღეს, რაც თავის მხრივ ლუსტრაციის კანონის შედეგია.
რაუს თქმით, ინსტიტუტი საბჭოთა იმპერიალიზმის დიდი პროექტის ნაწილი იყო.
" МГИМО-ს კურსდამთავრებულების საშუალებით, საბჭოთა და შემდეგ უკვე რუსეთის ხელისუფლებას თავიანთი ინტერესების რეალიზება სურდათ. ეს იყო ტოტალური სისტემა, ამიტომ გაჩნდა დეკომუნიზაციის საჭიროება“, – განაცხადა ზბიგნევ რაუმ.