აშშ-ში, მიჩიგანის შტატის, ქალაქ ისტ ლანსინგის უნივერსიტეტში სროლის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა.
პოლიციის ცნობით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
გავრცელებული ცნობით, პირმა, რომელსაც ორი ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, სროლა უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში დაიწყო. თავდასხმის მოტივები უცნობია.