იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ მისი მთავრობის მხრიდან დაადასტურა უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერა, მას შემდეგ რაც ყოფილმა პრემიერმა სილვიო ბერსლუსკონიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდმირ ზელენსკის მიმართ კრიტიკული განცხადებები გააკეთა.
მელონის ადმინისტრაცია განაცხადა, რომ იტალიის მთავრობა „მტკიცედ და დამაჯერებლად მხარს უჭერს უკრაინას“.
ბერსლუსკონიმ ბრიუსელში ევროკავშრის სამიტის ფარგლებში მელონისა და ზელენსკის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი რომ ყოფილიყო, ზელენსკის არ შეხვდებოდა.
„ზელენსკისთვის საკმარისი იქნებოდა ორ ავტონომიურ რესპუბლიკაზე თავდასხმის შეწყვეტა და ეს ომი არ მოხდებოდა...აი, რატომ ვაფასებ ამ ბატონის ქმედებებს ძალიან, ძალიან უარყოფითად“, - თქვა ბერლუსკონიმ.
ბერსლუსკონი, რომელიც სამჯერ იყო იტალიის პრემიერ-მინისტრი მრავალი წლის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს საუკეთესო მეგობარს უწოდებდა.