აშშ-მა უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსი სამართალდამცველების მიერ მოსალოდნელი დევნის რისკის ფონზე თავის მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.
ამის შესახებ ნათქვამია რუსეთში ამერიკის საელჩოს განცხადებაში.
„აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ მისი ტერიტორია. გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე უკანონო დაკავებების რისკის გამო, არ იმოგზაუროთ რუსეთში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
აშშ არაერთხელ აფთხილებდა თავის მოქალაქეებს რუსეთის დატოვების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ბოლოს ასეთი გაფრთხილება გაჟღერდა სექტემბერში, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.