პარიზში პოლიციამ საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეების მიმართ ცრმელსადენი გაზი გამოიყენა, რათა დაეშალა black bloc-ის წევრები, რომლებიც ამტვრევდნენ ვიტრინებს და შუშის ბოთლებს სამართალდამცველებს ესროდნენ.
საფრანგეთში საპენსიო ასაკის გაზრდის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე არეულობა რადიკალური ჯგუფისა და პოლიციის დაპირისპირებაში გადაიზარდა.
პოლიციელბმა აქციის დაშლის მიზნით ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და მანიფესტანტების დაკავება დაიწყო.
ეს უკვე მეოთხე მასობრივი დემონსტრაციაა ქვეყანაში საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდასთან დაკავშირებით.
მანამდე აქციები გაიმართა 19 და 31 იანვარს, ასევე 7 თებერვალს. საფრანგეთის პროფკავშირების ცნობით, მომდევნო აქცია 16 თებერვალს გაიმართება.
ამასთან, 7 მარტს პროფკავშირების წარმომადგენლები გეგმავენ გაფიცვას ქვეყნის ბლოკირების მიზნით, რათა მთავრობა აიძულონ გაიწვიოს რეფორმების პროექტი.