თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 20 თებერვალს პოლონეთში ჩავა. ვიზიტი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის თავს ეძღვნება.
თეთრი სახლის პრესმდივნის კარინ ჟან-პიერის თქმით, ბაიდენი შეხვდება პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას, ასევე ბუქარესტის ცხრა ჯგუფის ლიდერებს, რომელშიც, პოლონეთის გარდა, შედის ბულგარეთი, უნგრეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, რუმინეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი.
ამასთან, აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის თქმით, ბაიდენი თავისი ვიზიტით ცხადყოფს, რომ უკრაინა აშშ-სგან უსაფრთხოების თვალსაზრისით დამატებით დახმარებას მიიღებს.
"პრეზიდენტი ყველასთვის მკაფიოს გახდის, რომ აშშ უკრაინის გვერდით დგომას იმდენ ხანს გააგრძელებს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება". - თქვა კირბიმ.