თურქეთში, ჰათაის პროვინციაში, 10 დღის ჩვილი და დედა ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს.
კადრებში ჩანს, როგორ ათავსებენ თერმულ საბანში გახვეულ 10 დღის ბიჭს - იაგიზს სასწრაფო დახმარების მანქანაში. ადგილობრივმა მედიამ ამ ფაქტს სასწაული უწოდა.
თურქეთსა და სიარიაში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა.ამ დროის მონაცემებით, მხოლოდ თურქეთში 18 342 ადამიანი დაიღუპა და 74 242 დაშავდა. მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია სირიაშიც, სადაც, სულ მცირე, 3 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.