საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნასთან დაკავშირებით ქართული ოცნების განცხადებას ეხმაურება.
"მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც პოზიტიური ნაბიჯია. მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება", - წერია განცხადებაში.