ნატოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს მიღებულ რეზოლუციაში ალიანსის წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს მოუწოდებს, მკაფიოდ განაცხადონ, რომ რუსეთის სახელმწიფო ამჟამინდელი რეჟიმის პირობებში ტერორისტული სახელმწიფოა.
რეზოლუცია მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საშინელი ომის ესკალაციას, მათ შორის ამაზრზენ თავდასხმებს, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურას, რაც მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორის აქტებსა და ომის დანაშაულს წარმოადგენს.
რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ რუსეთი ამჟამად წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან და უშუალო საფრთხეს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.