რუსთავში პიტბულმა 4 ადამიანი დაგლიჯა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
შემთხვევა გვიან ღამით VIII მიკრორაიონში, შარტავას გამზირზე მოხდა. დაზარალებულები ახალგაზრდები, 2 ქალი და 2 მამაკაცი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში იქნენ გადაყვანილი. 4-ივე მათგანს ნაკბენები კიდურებისა და მუცლის არეში აღენიშნებოდათ.
როგორც დაზარალებულებმა "ინფო რუსთავს" განუცხადეს, პიუტბული მათ თავს, ქუჩაში, სრულიად უწყინარ სიტუაციაში დაესხა.
მათივე განმარტებით, პიტბულს პატრონი ალიკაპისა და საბმელის გარეშე ასეირნებდა.