სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელმა, ყოველწლიური შეფასება საერთაშორისო აკრედიტაციის სერტიფიკატის შენარჩუნების მიზნით წარმატებით გაიარა.
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს შეფასებით, ლაბორატორიის ქსელი აკმაყოფილებს სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-ის სტანდარტის მოთხოვნებს.
ლაბორატორიაში ყოველწლიურად მიმდინარეობს ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევის მეთოდების დანერგვა და შემდგომ აკრედიტაცია.
2022 წელს ლაბორატორიის სამივე მიმართულებას ახალი კვლევის მეთოდები დაემატა.
• სურსათის კვლევის მიმართულებით - ცხოველური წარმოშობის სურსათში სხვადასხვა ანტიბიოტიკების ნარჩენების განსაზღვრა;
• ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით - ცოფის დიაგნოსტიკა PCR მეთოდით;
• მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის მიმართულებით - ფიტოპლაზმების სახეობრივი იდენტიფიკაცია.
ლაბორატორიის ქსელში შემავალმა ცამეტივე ლაბორატორიამ (თბილისი, ქუთაისი, ახალციხე, გურჯაანი, მარნეული, დუშეთი, გორი, ამბროლაური, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი, საჩხერე, მესტია) დაადასტურა ლაბორატორიის საქმიანობის შესაბამისობა სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის მოთხოვნებთან.
ის ფაქტი, რომ ლაბორატორია და ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევები აკრედიტებულია, გულისხმობს, რომ ლაბორატორიის მიერ გაცემული შედეგები არის უტყუარი და ობიექტური.
აკრედიტაციასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: http://sla.gov.ge/Ge/Certificates