წყნეთში და ნაფეტვრებში ხანძარი ლიკვიდირებულია, ხოლო წავკისში ლოკალიზებული. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ.
მათივე ცნობით, წავკისში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.
წავკისში ქარისა და რთული რელიეფის გამო, სალიკვიდაციო სამუშაოები გართულებულია. ხანძრის ქრობის პროცესში ვერ ერთვება ვერც ვერტმფრენი.
ხანძრის შედეგად, წავკისის სატუმბო სადგურს ავარიულად შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც წყალმომარაგება შეზღუდული აქვს დაბა კოჯორს, კიკეთს, ბეთანიას, კვესეთსა და სამადლოს.