თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარია. ცეცხლი უკიდია ხეებს, ბალახსა და ბუჩქებს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მეხანძრე მაშველები ხანძრის სალიკვიდიაციო სამუშაოებს ახორციელებენ წყნეთში, კაკლების დასახლებასა და წავკისში, სადაც ცეცხლი უკიდია ტყის მასივს.
წყნეთის გზატკეცილზე ცეცხლი მოედო საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიას, კაკლების დასახლებისკენ გადასახვევთან.
გავრცელებული ცნობით, წავკისში ხანძრის რამდენიმე კერაა.
ხანძარია ნაფეტვრებსა და წყნეთს შორის ფერდობზე. იწვის ტყის მასივი.
ხანძრის ქრობის სამუშაოებს ართულებს რელიეფი და ძლიერი ქარი.
ფოტო: მთავარი არხი