კახეთში კვლავ ხანძარს ებრძვიან. ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება, ადგილზე ხანძრის ღია კერებია.
მეხანძრე-მაშველებთან ერთად, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ყვარლის მუნიციპალიტეტში სტიქიასთან ბრძოლაში თავდაცვის ძალებიც მონაწილეობენ. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენებიც.
ადგილობრივების თქმით, სიტუაციას რთული რელიეფი და მაღალი ტემპერატურა ართულებს.
"შილდის მიმდებარე ტყის მასივში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. ხანძრის ქრობის პროცესის პარალელურად მიმდინარეობს გზების მიყვანა ცეცხლის კერებამდე. ხანძრის ქრობაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ავიაცია", - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მამუკა სეფიაშვილი