პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებებში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით< შესაბამის დოკუმენტს მთავრობის მეთაურმა ხელი უკვე მოაწერა.
"საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალები", - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მთებში, ხანძარი 1-ელ სექტემბერს გაჩნდა და ცეცხლის 10-მდე კერაა.