დიდ დიღომში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. მათგან ორი დედა-შვილია, დაშავებულია 2 წლამდე ბავშვი.
აფეთქება დღეს, დილას მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
დაშავებულები არიან ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი, რომლებიც ნიგერიის მოქალაქეები არიან. აფეთქება მათ ბინაში მოხდა. დაშავდა მათ მეზობლად მცხოვრები ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებული ქალისა და მცირეწლოვანის მდგომარეობა მძიმეა