შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC) ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. შედეგები მოიცავს ინფორმაციას აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე.
საკუთარი შედეგის გასაგებად, აბიტურიენტი უნდა შევიდეს მითითებულ ვებგვერდზე და შესაბამის ველში პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი მიუთითოს.
„სისტემაში შესვლის შემდეგ, აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას, თუ რომელი უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. პირად გვერდზე მოცემულია აგრეთვე ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ“, - განმარტავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.