სადაზღვევო კომპანია "არდი ჯგუფმა" გაეროს განვითარების ფონდის თანამშრომლობით კახეთში ფერმერების დაზღვევის პროგრამა დაიწყო. პროგრამა გურჯაანის რაიონში განხორციელდება და სასოფლო-სამეურნეო სათესო კულტურის მოსავალს არახელსაყრელი გარემო პირობებისაგან დაზღვევას ითვალისწინებს.
"ეს მხოლოდ დასაწყისია, როდესაც სოფლის მეურნეობაში იქმნება პირველი რეალური ქართული სადაზღვევო პროდუქტი. სოფლის მეურნეობა მაღალი რისკის მატარებელია. ამ პროგრამას ჩვენ როგორც მომგებიან ბიზნეს-პროექტს არ განვიხილავთ, ეს ჩვენთვის უფრო სოციალური პასუხისმგებლობის საკითხია. უკვე დროა, რომ სადაზღვევო კომპანიებმა ცალკეულ სფეროებში რეალურად შეუწყონ ხელი ბიზნესის განვითარებას." - განაცხადა კომპანიის გაყიდვების დირექტორმა გიორგი ლომიძემ.
პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია უახლოეს მომავალში არის დაგეგმილი.