მთავრობა პარამენტის მიერ ახლადდამტკიებული "ქობულეთის ტურისტული ზონის" შესახებ კანონში შესატან ცვლიებაზე მუშაობს. "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, მას შედეგ, რაც დღის წესრიგში ანაკლიის ტურისტულ ზონად გამოცხადების საკითხი დადგა, უკვე მიღებულ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებაზე მთავრობამ მუშაობა დაიწყო და პარლამენტში უახლოეს ხანში შევა კანონპროექტი _ "ქობულეთისა და ანაკლიის ტურისტული ზონების შესახებ".
რაც შეეხება საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლითაც ქობულეთის ტურისტულ ზონაში ქონებისა და მოგების გადასახადადზე 15-წლიანი ამნისტია ცხადდებოდა, მთავრობის მიერ მომზადდება კოდექსში შესატანი ცვლილებების ერთიანი პაკეტი, რომლის მიხედვითაც ქობულეთისა და ანაკლიის ტურისტულ ზონაში მოქმედი მეწარმე- სუბიქტები მოგებისა და ქონების გადასახადებისაგან 15 წლის განმავლობაში გათავისუფლდებიან.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, აჭარის შემდეგ მეორე ტურისტული ზონა ანაკლიაში შეიქმნება. საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ინვესტორები, რომლებიც ანაკლიაში სასტუმროებს ააშენებენ, 15 წლით მოგებისა და ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდებიან. ხოლო იმ ინვესტორს, რომელიც ანაკლიაში 100 ნომერზე მეტი ტედავობის სასტუმროს ააშენებს, სახელმწიფო კაზინოს ლიცენზიის მოსაკრებელისგან გაათავისუფლებს.
როგორც პრეზიდენტმა განმარტა, დაინტერესებულ ინვესტორებთან კონტრაქტები 2011 წლის იანვრის ბოლომდე გაფორმდება, ხოლო სასტუმროების მშენებლობა 18 თვეში უნდა დასრულდეს.
ქობულეთის ტურისტულ ზონაში სულ 30 სასტუმროს მშენებლობაა დაგეგმილი. სამთავრობო კომისიამ გამოავლინა 8 ინვესტორი, რომლებმაც ქობულეთში 15 სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა უკვე დაიწყეს. ცნობილია, რომ ქობულეთში, ე. წ. ფიჭვნარის ტერიტორიაზე, სასტუმროებს ააშენებენ თბილისის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და შ.პ.ს. "ცქიფო", შ.პ.ს. "ოქროს სტანდარტი", გოგი გოგიტიძე, ნუგზარ გამყრელიძე, გრიგოლ გაფრინდაშვილი, ს/ს "პლატინიუმ რეალ ისთეითი", სს "რუსადჯ" (რუსეთი მოსკოვის ოლქი ქ. პოდოლსკი) და "Eსჰო-ჩონცერნ" ჩჟშჩ (სომხეთი, ერევანი).
"ქობულეთის ტურისტულ ზონაში" მშენებლობის მსურველ კომპანიებს განაცხადების შეტანის შესაძლებლობა ისევ აქვთ, რადგანაც სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, განაცხადების შეტანის ვადა 15 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.
ქობულეთში "თავისუფალი ტურისტული ზონის" განვითარების მიზნით, ე. წ. "ფიჭვნარის" ტერიტორიზე, ზღვიდან 140 მ-ის დაშორებით, ახალი სასტუმროების მშენებლობისთვის მთავრობამ პოტენციურ ინვესტორებს განსხვავებული შეღავათები შესთავაზა.
პროექტის თანახმად, ე. წ. "ფიჭვნარის" ტერიტორიზე, გამოყოფილია მიწის 3 ნაკვეთი (საერთო ფართით 11,3 ჰა), რომლებზედაც დაგეგმილია 30 სასტუმრო კორპუსის მშენებლობა. განსაზღვრულია სასტუმრო კორპუსების 3 ტიპი. მშენებლობის მსურველს შეუძლია არჩევანი გააკეთოს.
განსაზღვრულია სასტუმრო კორპუსების სართულიანობაც: 5, 6 ან 7 სართული (42, 52 ან 60 ნომერი).
პროექტის თანახმად, სამშენებლო მიწის ნაკვეთის განკარგვა განხორციელდება სიმბოლურ ფასად, დამტკიცებული საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაცია დამკვეთს გადაეცემა უსასყიდლოდ. ტერიტორია უზრუნველყოფილი იქნება საინჟინრო-კომუნალური ქსელებით და სათანადო ინფრასტრუქტურით.
"ჯი-ეიჩ-ენი", მაია არაბიძე