ქობულეთში, "აჭარა ტექსტილიდან" 50-მდე პირი სავარაუდო ინტოქსიკაციის სიმპტომებით, ქობულეთის სამედიცინო ცენტრში და "ევექსის ჰოსპიტალში" გადაიყვანეს. მათ კლინიკაში სამედიცინო დახმარება უტარდებათ. იტყობინება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი.
გავრცელებული ინფორმაციით, 3 პირი რეანიმაციაში იმყოფება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ "აჭარა ტექსტილის" საწარმოში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა.
შემთხვევის ადგილას შრომითი ინსპექციის წარმომადგენლები იმყოფებიან და მიმდინარეობს მიზეზების მოკვლევა.