გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის პირობებში ევროპამ ერთიანი პოზიცია უნდა შეინარჩუნოს.
"ომი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, ასევე არის ომი ევროპის ერთიანობის წინააღმდეგ", - თქვა შტაინმაიერმა.
"არ უნდა დავუშვათ ჩვენი თავის დაყოფა. არავის უნდა მივცეთ საშუალება გაანადგუროს ევროპის გაერთიანებისთვის გაწეული დიდი შრომა", - დასძინა გერმანიის პრეზიდენტმა.
შტაინმაიერის თქმით, საქმე არ ეხება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიას, " საუბარია ორმაგი გაგებით ჩვენი ღირებულებების და ჩვენი სამყაროს სისტემის საერთოობაზე".
"ამ ღირებულებების დაცვა და გაფრთხილება ასევე ნიშნავს მზადყოფნას, რომ მიიღო გარკვეული უსიამოვნებები", - თქვა შტაინმაიერმა. "მზად ვართ კი ამისთვის? ამ საკითხის წინაშე ვდგავართ დღეს ყველანი".