საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 1-ლი აგვისტოდან ძალაში შედის ცვლილებები, რომლის თანახმადაც ძვირდება ქორწინებასთან დაკავშირებული სერვისები.
დადგენილების მიხედვით, ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში 75 ლარი ეღირება, დღეს ეს მომსახურება 50 ლარი ღირს.
ქორწინების საზეიმო ვითარებაში ჩატარება ქორწინების სახლში შაბათს და კვირას – 225 ლარი ეღირება, ნაცვლად 150 ლარისა, სხვა დღეებში კი - 135 ლარი, ნაცვლად 90 ლარისა.
სერვისების სააგენტოს ფილიალის გარეთ ქორწინების რეგისტრაცია დღეს 170 ლარი ღირს, აგვისტოდან ამ მომსახურების ფასი 255 ლარი იქნება.