თბილისში დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა იგეგმება.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიხუნ ბაირამოვი თბილისში დღეს შეხვდებიან.
ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან.