სამხრეთ აფრიკის ქალაქ სოვეტოს ერთ-ერთ ბარში შეიარაღებულმა პირები შეიჭრნენ და 15 ადამიანი მოკლეს.
მედიის ცნობით, თავდამსხმელები ბარში კვირა დილით შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს იქ მყოფი ადამიანების მისამართით.
დაღუპულები, სავარაუდოდ, 19-დან 35 წლამდე არიან. კიდევ რამდენიმე ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია საავადმყოფოში.
როგორც იუწყებიან, თავმდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან თეთრი მიკროავტობუსით მიიმალნენ. პოლიციის ცნობით, თავდასხმის მოტივი დადგენილი არ არის.
პოლიციის განცხადების თანახმად, ჯგუფი ავტომატებითა და 9 მმ-იანი პისტოლეტებით იყო შეიარაღებული.
2022 წლის მონაცემებით, სამხრეთ აფრიკა დანაშაულის დონით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. აქ ყოველ წელს დაახლოებით 20 000 ადამიანს კლავენ.