ამერიკული F-35 ტიპის გამანადგურებლები ჩრდილოეთ ესტონეთში, ანმარის საზღვაო ბაზაზე ჩავიდნენ, როგორც ნატოს ძალისხმევის ნაწილი აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად. ინფორმაციას ესტონეთის შეიარაღებული ძალების პრესსამსახური ავრცელებს.
ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები ესტონეთში ნატოს მისიის ("საჰაერო ფარი") ფარგლებში ჩავიდნენ, რომელიც მიზნად ისახავს ბალტიისა და შავ ზღვებს შორის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ტერიტორიის თავდაცვის გაძლიერებას.
ესტონეთის შეიარაღებული ძალების პრესსამსახურის ცნობით, ანმარის ბაზაზე ასევე განლაგებულია ფრანგული საბრძოლო თვითმფრინავი Mirage-2000 და ბელგიური F-16
ესტონეთში ნატოს დამატებითი ძალების გაგზავნა მადრიდში ნატოს სამიტზე გადაწყდა.
