დასავლეთის მედია ავრცელებს ვიდეოკადრებს, სადაც იაპონიის ყოფილ-პრემიერ მინისტრზე, შინზო აბეზე განხორციელებული თავდასხმაა ასახული.
იაპონიის ქალაქ ნარაში უნობმა პირმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს შინძო აბეს ესროლა. უცნობმა კაცმა აბეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგიდან ორჯერ მაშინ ესროლა, როდესაც ის სიტყვით გამოდიოდა.
გავრცელებული ცნობით, პოლიტიკოსის მდგომარეობა კრიტიკულია.
კაცი, რომელმაც აბეს ესროლა, დაახლოებით 40 წლისაა, ის დაკავებულია. დაკავებისას კაცს წინააღმდეგობა არ გაუწევია.