ალბანეთის პარლამენტმა ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის ეროვნულ დონეზე რატიფიცირება მოახდინა.
"ცოტა ხნის წინ, ალბანეთის პარლამენტმა ერთხმად მოახდინა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება. ალბანეთი გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა. მივესალმებით შვედეთსა და ფინეთს [ნატოში]", - წერს სოციალურ ქსელში ალბანეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტი ოლტა ჯაჩკა.
შეგახსენებთ, ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება უკვე მოახდინეს დანიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, ესტონეთმა და ისლანდიამ.
შეგახსენებთ, 5 ივლისს, ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში წევრი ქვეყნების ელჩებმა და ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლებს მოაწერეს ხელი.
პროტოკოლების ხელმოწერამ გზა გაუხსნა ამ ორი ქვეყნის უდიდეს სამხედრო ალიანსი გაწევრიანების რატიფიცირების პროცესის დაწყებას.
ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანება საბოლოოდ დასრულდება მას შემდეგ, რაც წევრი ქვეყნების პარლამენტები პროტოკოლების რატიფიცირებას მოახდენენ. ამ პროცესს შესაძლოა ექვსიდან რვა თვემდე დასჭირდეს.
29 ივნისს ნატომ ოფიციალურად მიიწვია შვედეთი და ფინეთი ალიანსში გასაწევრიანებლად.
უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩარებული ომის ფონზე, შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანების განაცხადები ბრიუსელში 18 მაისს წარადგინეს. თავდაპირველად, თურქეთმა განცხადებების განხილვის პროცესი დაბლოკა, თუმცა მოგვიანებით ვეტო მოხსნა.