ეუთოს რეგიონში არის რიგი გაჭიანურებული კონფლიქტებისა და ისინი ვინც ამ პირობებში ცხოვრობენ ამ საკითხის გადაჭრას ელოდებიან. ეს განცხადება დღეს ასტანაში მიმდინარე სამიტზე გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა სიტყვით გამოსვლისას გაკეთა.
"ეუთოს რეგიონში არის რიგი გაჭიანურებული კონფლიქტებისა და ისინი ვინც ამ პირობებში ცხოვრობენ ამ საკითხის გადაჭრას და კონფლიქტების მოგვარებას ელოდებიან და მე ვაცხადებ - თქვენ შეგიძლიათ გაეროს იმედი გქონდეთ", _ განაცხადა პან გი მუნმა.
მანვე ყველას შეახსენა, რომ მიმდინარე წელი გაეროს მიერ ქალებისა და ბავშვების წლადაა აღიარებული.
"და ჩვენ შეგვიძლია გადავჭრათ ეს საკითხები, გაყინული კონფლიქტები, ქალებისა და ბავშვების პრობლემების გადაჭრით. ქალები ეს მშვიდობისკენ მიმავალი გზაა", _ განაცხადა პან გი მუნმა.