უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი კირილო შევჩენკო ეწინააღმდეგება უკრაინის ეროვნული ვალუტის, გრივნის ემისიის საკითხის გაგრძელებას, რაც, მისი აზრით, გამოიწვევს ქვეყანაში ინფლაციის კიდევ უფრო ზრდას.
მან აღნიშნა, რომ ფულის ემისია არის ბიზნესისა და მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის მოკლევადიან პერსპექტივაში განმუხტვის ყველაზე სწრაფი და ეფექტური გზა, მაგრამ ის ვერ უზრუნველყოფს ეკონომიკის გრძელვადიან სტაბილურობას.
"ომის უარყოფითი ეკონომიკური და სოციალური შედეგების შესამცირებლად უნდა იქნას გამოყენებული სახელმწიფო ფინანსების ოპტიმიზაციის მეთოდები", - მიიჩნევს უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი.
შევჩენკოს თქმით, ამ მომენტში უკრაინაში შემოსავლების შემცირება სახეზეა, რაც გამოწვეულია მრავალი საწარმოს დახურვით და ემისია გახდა ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის მთავარი გზა.
"საბოლოოდ, ყველა წააგებს, რადგან ეკონომიკას საიმედო ფულადი ერთეულის გარეშე არ აქვს ზრდისა და აღდგენის შანსი", - დარწმუნებულია კირილ შევჩენკო.