სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრ Field's-ში 3 ივლისს მომხდარ სროლას.
პოლიციის ინფორმაციით, სროლის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათგან 3 კრიტიკულ მდგომარეობაშია.
დაკავებულია თავდამსხმელი, 22 წლის დანიელი, რომელიც პოლიციის ცნობით, მარტო მოქმედებდა.
Field's Shopping Center მდებარეობს ამაგერის კუნძულზე. ეს კვარტალი მდებარეობს დედაქალაქის ცენტრსა და საერთაშორისო აეროპორტს შორის.
დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს დანიის სამეფო ოჯახმა და პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა.