2008 წელს საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის არმინიჭება 21-ე საუკუნის დასაწყისის უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იყო - წერს სოციალურ ქსელში სლოვენიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა.
იანშას განცხადებით, მაშინ საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებას ნატოს ყველა წევრმა დაუჭირა მხარი, გერმანიისა და საფრანგეთის გარდა.
"აშშ-მა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე, ისევე როგორც ყველა ევროპელმა წევრმა სახელმწიფომ, გერმანიისა და საფრანგეთის გარდა. კარგად მახსოვს ეს დრამატული ღამე. ეს იყო 21-ე საუკუნის დასაწყისის უდიდესი სტრატეგიული შეცდომა“, – წერს იანეზ იანშა.
ფოტო: EU