დღეიდან, 1-ლი დეკემბრიდან, იძულებით გადაადგილებული პირები, სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების რეალიზაციისას მოგების გადასახადისგან თავისუფლდებიან.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა სახელმწიფო ბინები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მიიღეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ თუ დღემდე დევნილებს ბინების გაყიდვის შემთხვევაში სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოგების გადასახადის გადახდა უწევთ, 1-ელი დეკემბრიდან ამ გადასახადისგან თავისუფლდებიან.
"აფხაზეთიდან დევნილებს, ძირითადად, ის ობიექტები უკანონდებათ, სადაც ისინი ბოლო 17 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა ეს არ ეხებათ კომპაქტურ ჩასახლებებში მაცხოვრებელ პირებს, რადგან ასეთ ადგილებში ბინები არ გვაქვს. სამაგიეროდ, კომპაქტური დასახლების ადგილებში მაცხოვრებელ დევნილებს ჩვენ სხვა ადგილებში ვთავაზობთ გარემონტებულ ბინებს. სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია ისინი მიწებითაც დავაკმაყოფილოთ", - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა.