ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო "საქსტატის" შენობა დღევანდელ აუქციონზე გაიტანა, თუმცა არ გაიყიდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის პრესსპიკერმა კალანდაძემ განუცხადა, შენობა განაცხადების არშესვლის გამო არ გაიყიდა.
ობიექტის საწყისი ღირებულება 3,5 მლნ. დოლარი იყო.
აუქცინის წესით გაიყიდა, თბილისში, დაბა კოჯორში, ორბელიანის ქუჩაზე, 180 000 აშშ დოლარად სამხედრო ქალაქ 1-ში მდებარე 10 666 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 6 ერთეული შენობა-ნაგებობა.