"უნიქარდი" მომხმარებელს ახალ სერვის სთავაზობს. სამსახურში ან მეგობრების წრეში ერთდროულად 20 ან მეტი უნიქარდის მიღების მსურველის შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენელი ადგილზე მოგაწვდით ბარათებს.
ბარათის მსურველებმა დარეკეთ ნომერზე (822) 555 222, აცნობეთ საინფრომაციო ცენტრის ოპერატორს თქვენი ადგილსამყოფელის შესახებ, შეათანხმეთ სასურველი დრო და "უნიქარდის" მომხმარებელი. სამსახურიდან ან სახლიდან გაუსვლელად გახდი.
"უნიქარდის" უნივერსალური ბარათით სარგებლობა 200-მდე კომპანიის 1000-ზე მეტ ობიექტშია შესაძლებელი და სავაჭრო სეგმენტში არსებულ ყველა სფეროს მოიცავს. პარტნიორი კომპანიები "უნიქარდის" მოხმარებლებს წამახალისებელი აქციებით, ექსკლუზიური ფასდაკლებებითა და ახალი შეთავაზებებით ანებივრებენ. "უნიქარდი" პარტნიორ კომპანიებთან ერთად მომხარებელისთვის სხვადასხვა წამახალისებელი აქციების შეთავაზებასა და საინტერესო შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობს.
"უნიქარდი" ბაზარზე 2010 წლის 8 აპრილიდან გამოჩნდა და საკმაოდ მოკლე დროში პოპულარული გახდა. "უნიქარდმა" 20 ნოემბრამდე 108 784 საჩუქარი გასცა და 401 005 მოხმარებელი შეიძინა, საჩუქრების ღირებულება 12 ქულიდან იწყება. ნესმისმიერ ადამიანს შეუძლია დააგროვოს ქულები და მიიღოს შესაბამისი საჩუქარი.