დღეს, 30 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო "რედისონში~ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია საერთაშორისო-საფინანსო კორპორაციის, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზეAსიტყვით გამოვა.
აღნიშნულ კონფერენციაში, სადაც საქართველოს, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სხვა ქვეყნებში სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების სფეროში განხორციელებულ რეფორმებს განიხილავენ, მსოფლიოს 30 ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი მონაწილეობს.
"ბიზნესის წარმოება 2011" კვლევის თანახმად, რომელიც რიგით მერვეა IFჩ-სა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი კვლევებიდან, საქართველო, პირველია მსოფლიოს 174 ქვეყანას შორის, რომლებმაც უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ბიზნესის რეგულირების გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით ყველაზე დიდი ძალისხმევა გასწიეს