პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დარგობრივ კომიტეტს დავალება მისაცა, წყლის ტარიფის გაზრდის საკითხით დაინტერესდეს.
აღნიშნული დავალება ბაქრაძემ დარგობრივ კომიტეტს მაშინ მისცა, როდესაც ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა ბიუროზე წყლის ტარიფის გაზრდის შესახებ საკითხი დააყენა.
"მოსახლებას ძალიან უჭირს და მათ ყოფას წყლის ტარიფის გაზრდა კიდევ უფრო ამძიმებს. ამიტომ გთხოვთ, შესაბამის კომიტეტში მარეგულირებელი კომისიის წევრები და ინვესტორი მოვიწვიოთ, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს, რომ განგვიმატონ, რატომ მოხდა ტარიფების გაზრდა", - აღნიშნა ახვლედიანმა.
"ქრისტიან-დემოკრატები" ენერგეტიკის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ წყლის და სხვა კომუნალური გადასახადის გადაუხდელობა ელექტროენერგიის მიწოდებაზე არ უნდა აისახოს.
"სანამ ეს გადაწყვეტილება ძალში შევა, მოვითხოვთ, რომ აღნიშნულზე მსჯელობა დაიწყოს პარლამენტში", - აღნიშნა მან.
შეგახსნებთ, რომ წყალზე ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, "ქრისტიან-დემოკრატები" გადაწვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.