"სახალხო კრების" ოფისში აღმასრულებელი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
სხდომა ცოტა ხნის წინ დაიწყო. მასზე საბჭოს წევრები რამდენიმე საკითხს განიხილავენ, მათ შორის რაიონული კომიტეტების შექმნას.
როგორც კრების წევრები აცხადებენ, პირველ ეტაპზე კომიტეტები თბილისში შეიქმნება, შემდეგ კი - სხვადასხვა რეგიონში.
"სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭო ე. წ. ქომაგის ინსტიტუტის შექმნის საკითხზეც იმსჯელებს, რომლის მიზანიც კრებაში გაწევრიანებული აქტივისტების დაცვა იქნება.
დღესვე გადაწყდება, როდის შეიკრიბება სათათბირო ორგანო, რომელიც კრების სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს.