პარლამენტის ვიცე-სპიკერ პაატა დავითაიას შეფასებით, თბილისში გუშინ მომხდარი ორი აფეთქება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აქტი იყო.
როგორც დავითაიამ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, მაშინ, როდესაც ქართულმა დიპლომატიამ საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებას მიაღწია და საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვა, ქვეყანაში ტერორისტული აქტები ხდება.
"ეს ტერორისტული აქტები, ალბათ, ვიღაცის ინტერესებში შედის, რომელსაც უნდა სიტუაციის დაძაბვა და გაფორმება, რომ თითქოს ქვეყანაში ვითარება პოლიტიკური კუთხით იძაბება. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მიზანმიმართულად ხორციელდება სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებები", - აღნიშნა დავითაიამ.
ვიცე-სპიკერმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, აღნიშნული ფაქტები სასწრაფოდ იქნას გამოძიებული და სამომავლოდ მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად პრევენციული ღონისძიებიები გატარდეს.
შეგახსნებთ, რომ გუშინ თბილისში ორი აფერთქება მოხდა. შსს-ის ინფორმაციით, ორივე აფეთქება ერთი და იმავე მასალის გამოყენებით განხორციელდა. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.