საგარეო საქმეთა სამინისტრო ყატარში დაკავებულ ქართველებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე დეტალურ ინფორმციას არ ფლობს.
როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე სს მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ყატარში დაკავებული ქართველების საქმის გაცნობა ადგილზე უკვე მიმდინარეობს.
"ამ ეტაპზე, არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან არ ვიცით, რის გამო არიან ეს ადამიანები დაკავებულები. აღნიშნულ ინფორმაციას ჩვენი წარმომადგენლები უახლოეს მომავალში მოგვაწვდიან" - აცხადებს კალანდაძე.
შეგახსენებთ, რომ "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, ყატარელმა ბიზნესმენმა საქართველოს მოქალაქეებს საკონტაქტო პირობები არ შეუსრულა. სანაცვლოდ თანხები მათგან მოითხოვა. ზოგიერთი მათგანი იძულებული გახადა ქართველებისთვის გაურკვეველ საბუთებზე მოეწერათ ხელი. სამი მათგანი დააჭერინა.