2022 წლის 26 მაისს, ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებში განათდა თურქეთის დედაქალაქის – ანკარის მთავარი სიმბოლო "ათაქულეს კოშკი", - ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, განათების ქვეშ, მორბენალი სტრიქონის სახით გაშვებულ იქნა საქართველოსა და თურქეთის დროშები და ასევე, მისალოცი ტექსტი თურქულ და ინგლისურ ენებზე – Gürcistan Bağımsızlık Günü kutlu olsun!; – Congratulations on the Independence Day of Georgia!