რეგიონში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებაზე, 29 ნოემბერს, კონფერენცია გამართება. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, მსოფლიო ბანკის და საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას 30 ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი დაესწრება.
კონფერენციაზე განიხილავენ საქართველოსა და ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სხვა ქვეყნებში სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების სფეროში განხორციელებულ რეფორმებს.
კონფერენციის მასპინძელია საქართველოს მთავრობა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის მაღალი თანამდებობის პირები.
ღონისძიებას 100-ზე მეტი მონაწილე დაესწრება.
ბიზნესის წარმოება 2011 კვლევის თანახმად, რომელიც რიგით მერვეა, IFჩ-სა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი კვლევებიდან, საქართველო, პირველია მსოფლიოს 174 ქვეყანას შორის, რომლებმაც უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ბიზნესის რეგულირების გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით ყველაზე დიდი ძალისხმევა გასწიეს.
`ბიზნესის წარმოების" კვლევაში გაანალიზებულია ის წესები, რომლებიც ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობას არეგულირებს საწარმოს საქმიანობის სრული ციკლის განმავლობაში, რაც მოიცავს ბიზნესის დაწყებასა და ფუნქციონირებას, საგარეო ვაჭრობას, გადასახადების გადახდასა და ბიზნესის დახურვას. `ბიზნესის წარმოების" კვლევის ფარგლებში არ არის შეფასებული ბიზნესის გარემოს ამსახველი ყველა ის ასპექტი, რომელიც კომპანიებსა და ინვესტორებზე ახდენს ზეგავლენას. მაგალითად, არ არის შეფასებული უსაფრთხოება, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, კორუფციის გავრცელებულობა, მუშაკთა კვალიფიკაციის დონე და ფინანსური სისტემების სტაბილურობა.
აღნიშნულ ანგარიშში გაკეთებული დასკვნები მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში პოლიტიკის გარშემო დებატების ერთგვარი სტიმული გახდა.
გარდა ამისა, მან ბიძგი მისცა ბევრი კვლევის ჩატარებას იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ზეგავლენას ახდენს კერძო კომპანიების მარეგულირებელი გარემო სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკის საერთო მდგომარეობაზე.
აღნიშნული კონფერენცია სასტუმრო `რედისონ ბლუ ივერიაში" 29 ნოემბერს 9:30 საათზე გაიხსნება.