ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბორჯომში.
ტელეკომპანია "ბორჯომის" ინფორმაციით, დღეს, 20 მაისს დაახლოებით 15:00 საათისთვის „მწვანე მონასტრის“ მიმდებარე ტერიტორიასთან მსუბუქი ავტომანქანა მტკვარში გადავარდა.
მანქანაში ბორჯომის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები ისხდნენ. მაშველებმა მანქანიდან 2 მოსწავლე ამოიყვანეს. სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. დაშავებულები მეთორმეტე კლასელები არიან.
შეგახსენებთ, საჯარო სკოლებში კურსდამთავრებულები ბოლო ზარს აღნიშნავენ.