„სხვა“ გასტროსივრცე 1 წლისაა. კვების ობიექტი, რომელიც დღეს დიდი მოწონებით სარგებლობს, გაიხსნა მაშინ, როცა დიდი ნაწილი მოქმედი კვების ობიექტების დახურვის რისკის წინაშე დადგა.
„დიდ რისკზე წავედით, მაგრამ გაამართლა. პანდემია, სრული ჩაკეტვა, კომენდატის საათი, მშენებლობის შეჩერება, ისევ პანდემიის დიდი ტალღა და კომენდატი, და ამ ფონზე 1 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია“,- აცხადებს "სხვა" გასტროსივრცის დამფუძნებელი თამარ დონაძე.
სხვა - სადაც ინტეგრირებულია პაბ-რესტორნი და ადგილზე წარმოებული მზა პროდუქტის შესაძენი სივრცე, პანდემიის მიუხედავად მალევე გახდა პოპულარული.
„პანდემიასა და კომენდატის გამო გაძნელებული იყო ადგილზე მოსვლა. შემთხვევითი სტუმარი რამდნიმე თვის განმავლობაში არ გვყოლია. არადა, როცა აშენება გადავწვიტეთ, განსაკუთრებით ვარჩევდით ადგილს.
ჯერ კიდევ გახსნამდე, ობიექტზე დაინერგა სურსათის უვნებლობის ევროპული HACCP-ის სტანდარტი. ეს სიახლეა ქართული ბაზრისთვის და ჯერ ისევ ცოტა ობიექტს აქვს, ზოგიც ახლა ნერგავს.
ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, პირველად ქართული სარესტორნო ინდუსტრიის ისტორიაში, რესტორანმა "სხვა" მიიღო ISO 9001:2015-ის სერტიფიკატი. სერტიფიცირება ჩატარდა ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გერმანული მასერტიფიცირებელის, ROYALCERT-ის მიერ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მიერ წარმოებული სურსათისა და მოწოდებული მომსახურების მაღალი ხარისხი დადასტურებულია გერმანული დამოუკიდებელი ორგანიზაციის აუდიტით. მონიჭებული ISO 9001:2015-ის სერტიფიკატით რესტორანს "სხვა" შეუძლია ევროპის მასშტაბით ნებისმიერ ქვეყანაში უპრობლემოდ გაყიდოს თავისი წარმოებული პროდუქტი“, - ამბობს თამარ დონაძე.
ამ ეტაპზე, "სხვა" გასტროსივრცე ასოცირდება მომსახურების მაღალ ხარისხთან, საუკეთესო ქართულ გემოსთან, განსაკუთრებით პოპულარულია ხორცისგან დამზადებული კერძები, რომელიც მხოლოდ "სხვა"-ში მზადდება. ასევე, გატანის სივრცე, სადაც ადგილზე წარმოებული მზა პროდუქტი, პურ-ფუნთუშეული და ძეხვეული იყიდება. გამოყენებულია, მხოლოდ გაუყინავი, ნატურალური, მაქსიმალურად, ქართული პროდუქცია.
„სხვა-ში დადის ის ხალხი, რომელსაც უყვარს ტრადიციული ქართული სამზარეულო. ამასთან, არ უნდა შეწუხდეს ზედმეტი ხმაურით. დიდი დარბაზის გარდა, გვაქვს სამი მცირე ზომის დარბაზი სხვა სართულზე, ყველა აქვს თავის აივანი, ტელევიზორი და ხშირად იკრიბებიან მეგობრები ფეხბურთის, რაგბის ან სხვა სპორტული ღონბისძიების ტრანსილერების საყურებლად. ეს დარბაზები ძალიან პოპულარულია დაბადების დღის აღნიშვნის მსურველებისთვისაც. თუმცა, თადარიგი ადრე უნდა დაიჭირონ. ადგილები ძირითადად არ გვაქვს“,- აცხადებს დონაძე და ამატებს „უახლოესი გეგმაა ტერასის გახსნა, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები ტერასაზე, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ელოდება ყველა ჩვენი სტუმარი. ტერასაზე აუცილებლად იქნება ცოცხალი მუსიკა და დარწმუნებული ვართ, ისეთივე პოპულარული იქნება, როგორც ძირითადი ობიექტი“.