ფინეთში ელექტროენერგიის ექსპორტი 14 მაისიდან შეწყდება.
როგორც რუსული ენერგეტიკულ კომპანია "ინტერ რაოს" შვილობილ კომპანია RAO Nordic Oy-ში განაცხადეს, მიწოდება ელექტრონერგიის საფასურის გადაუხდელობის გამო შეწყდება.
აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ფინეთის ხელისუფლებამ ნატო-ში გაწევრიანების განზრახვის შესახებ განაცხადა. ფინეთი რუსეთისგან საჭირო ელექტრონერგიის მხოლოდ 10 პროცენტს ყიდულობს.
ფინურმა ქსელურმა ოპერატორმა Fingrid-მა განაცხადა, რომ ქვეყანა დეფიციტს შვედეთიდან მიწოდებისა და ფინეთში წარმოების გაზრდის ხარჯზე შეავსებს